დემოკრატიას რამდენიმე რეგიონში ავტოკრატიული რეჟიმები უქმნიან საფრთხეს – კელი დეგნანი

რამდენიმე რეგიონში გამოწვევების წინაშე დგას, რადგან მას ავტოკრატიული რეჟიმები უქმნიან საფრთხეს – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი მისალოც ვიდეომიმართვაში.

“ჩვენ ავტოკრატიას დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობის განმტკიცებით, კორუფციასთან ბრძოლითა და ჭეშმარიტი, გამჭვირვალე კანონის უზენაესობის გატანით ვპასუხობთ. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი საერთო პრინციპები, რომელიც აძლიერებს ჩვენ დემოკრატიას. ესენია – ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის ერთგულება, კარგი მმართველობა და თითოეული ინდივიდის ღირსების პატივისცემა…

ამერიკელები და ქართველები ერთნაირი სიმძაფრით აღიქვამენ ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათ აერთიანებთ ქვეყნის ძლიერი სიყვარული. ყოველივე ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩვენი პარტნიორობა 30 წლის წინ, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ასაშენებლად – საქმე, რომელიც საქართველომ 100 წლის წინ დაიწყო და რომელიც ტრაგიკულად შეწყდა – კვლავაც გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას. ქართველებსა და ამერიკელებს შორის ძლიერი კავშირი არსებობს, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისთვის, არამედ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ჩვენთვის ძვირფასი ღირებულებების ერთგულების გამო…“, – აცხადევს დეგნანი.