უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებისას უკრაინის ერთ-ერთი წარმომადგენელი, დენის კირეევი და კიდევ 2 ჯაშუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ, ისინი კი სპეციალური დავალების შესრულებისას მოკლეს.
გუშინ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დენის კირეევი ღალატში იყო ეჭვმიტანილი და იგი დაკავებისას მოკლეს, რასაც უწყება უარყოფს.
“ისინი დაიღუპნენ უკრაინის დასაცავად და მათმა მოქმედებამ გამარჯვებასთან დაგვაახლოვა!ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.
გმირები არ კვდებიან! ისინი ცოცხლობენ მანამ, სანამ ჩვენ გვახსოვს ისინი! დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!”,– წერს უკრაინის სადაზვერვო სამსახური.