დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

დენის შმიგალი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.  მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადას აცნობა.

„გთხოვთ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ჩემი თხოვნა მიიღოთ. მადლობა ჩვენს დამცველებს, რომლებიც ფრონტსა და უკრაინას იცავენ. მადლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის“, – წერს დენის შმიგალი.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრს, იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „დენის შმიგალის კოლოსალური გამოცდილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ნამდვილად სასარგებლო იქნება“.