დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით ვცდილობთ – გახარია

გიორგი გახარია ტვიტერზე განცხადებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველოს მიზანია, დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით მიაღწიოს.

“ახალი პარლამენტის მიერ მიღებულმა პირველივე კანონმდებლობამ საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენ დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით ვცდილობთ, ამავდროულად, ვაგრძელებთ აშშ-სთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან დაახლოებას. საქართველო 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება,” – წერს გიორგი გახარია.