დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას – რასა იუკენიჩიენე

ქართულ ოცნებას ევროპარლამენტიდან განუმარტეს, რას ნიშნავს დეოლგიარქიზაცია: ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას – განაცხადა ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროდეპუტატმა რასა იუკნევიჩიენემ.

საქართველოს საკითხზე ევროპის საკანონმდებლო ორგანოში  განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს უკვე მიმართა სვენ მიქსერმა რომელიც საქართველოს საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის ავტორია.  ახლა კი დებატები მიმდინარეობს.

“საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ ქართულ ოცნებას არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე მათ ავუხსნი – ეს ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას საქართველოსი. საჭიროა საქართველოს მოსახლეობა არ იყოს მძევალი ერთი ადამიანის. ჩვენ ვლაპარაკობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან.

ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში, მე ვხედავ მდელობებს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი გახდება ევროკავშირის წევრი.” –თქვა რასა იუკნევიჩიენემ.