დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია – EU

”პოზიტიური ნაბიჯია” – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

“მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, ”ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა რომ ქართული ოცნება დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს.