“რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი რჩევაა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რომელიც მუშაობს საქართველოსთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა.
ვფიქრობ, გარკვეული დაბნეულობა არსებობს, რადგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში შეიმუშავეს, ვენეციის კომისიიდან გაიწვიეს. შესაბამისად, ამჟამად არ არსებობს ვენეციის კომისიაში ამ კანონზე მოსაზრების მოთხოვნა არც საქართველოდან და არც უკრაინიდან. ეს ახალი საკანონმდებლო სფეროა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტებმა განიხილონ კანონპროექტი, სანამ მას დაამტკიცებენ. როგორც ვთქვი, ეს არის კანონის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი ნაწილი და ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე”.
აცხადებს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.