“დეპუტატების მიერ, კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა შემაშფოთებელია”- ასე ეხმაურება,”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი [IDFI]
“შემაშფოთებელია, რომ დეპუტატები კანონპროექტის განხილვას გამარტივებული წესით ითხოვენ, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის ადამიანის ძირითადი უფლებათა შესაძლო დარღვევებზე, ისევე როგორც მათი დაცვის პროცესუალური თუ მატერიალური მექანიზმების გაძლიერებაზე სრულფასოვან საპარლამენტო მსჯელობას. უკანასკნელი პერიოდში გამოიკვეთა კოვიდრეგულაციების შემოღებისა და აღსრულების არაერთი პრობლემა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კომენდანტის საათი, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების რადიკალური ცვლილებების მიუხედავად 8 თვეა უწყვეტად მოქმედებს. არაერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა გადაადგილების თავისუფლებას არაპროპორციულად ზღუდავს. ამ რისკებს განსაკუთრებით აძლიერებს მთავრობისთვის გადაცმული უფლებამოსილების ფარგლები და მთავრობის საქმიანობის გაუმჭვირვალობა. ასევე შესუსტებული საპარლამენტო, სამოქალაქო თუ სასამართლო კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.