“უცხო ქვეყნის აგენტის” სტატუსი ექნებათ:
– ძალადობის მსხვერპლ ქალებზე მომუშავე ორგანიზაციებს და მათ ბენეფიციარებს;
– სკოლებში დემოკრატიის ჩართულობის პროექტებს;
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების პროგრამებს;
– იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების პროექტებს და მათ ბენეფიციარებს;
– კერძო მეწარმეებს და ახალ სტარტაპებს;
– ინკლუზიური განათლების პროექტებს;
– სამეცნიერი-კვლევით პროექტებს და მათ დამხმარე ორგანიზაციებს;
– სასოფლო-სამეურნეო, ფერმერების განვითარების პროექტებს.
არ დაიჯეროთ, რომ რუსული ფულისთვის აკეთებენ ამას. რუსული ფული ჯაშუშებისთვის დეკლარირებული არ არის. მხოლოდ დასავლეთის, ჩვენი პარტნიორების დახმარებაა ოფიციალური და გამჭვირვალე ამ პროგრამებისთვის.”
წერს Facebook-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე.