საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში Astrazeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა.
“აცრა ესაა ერთადერთი გზა ამ სივერაგიდან გამოსვლის. საერთოდ არ მიგრძვნია გაკეთება. ადგილობრივი რეაქცია არ ყოფილა, არც არანაირი შეგრძნება არ მაქვს, განწყობა კარგი მაქვს”, – თქვა კახაძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ.
ლადო კახაძე პირველი დეპუტატია, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა.