დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, კარგი იქნებოდა, პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები დაიწყო. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვაჩვენებს, ვის აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება, წინსვლა. უბრალოდ კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე რომ შეგვეძლოს. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ მგონია, რომ ქართული პოლიტიკა ისე უნდა განვავითაროთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი მეგობრების ჩართულობის გარეშე არ შეეძლოთ სალაპარაკოდ მაგიდასთან დაჯდომა. ბრიუსელში გზავნილი იქნება ის, რომ სრული მზაობაა, როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან, რომ დიალოგი დაიწყოს”, – განაცხადა კალაძემ.