დიახ, გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე რადგან პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ კობახიძის ოჯახის წევრები – ტატა ხვედელიანი

დიახ, გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე რადგან პოლიციის აკადემიის აუზზე შედიოდნენ კობახიძის ოჯახის წევრები – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა, უმრავლესობის დეპუტატს, გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააუქმა პოლიციის აკადემია, მისი უფროსი გივი მიქანაძე კი გაათავისუფლა.

„მაშინ როდესაც გივი მიქანაძე იყო აკადემიის რექტორი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი. კარგად მახსოვს, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას, ბოლომდე მოიძიეთ. რეალურად, დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ მაშინ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები და მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.