“დიდება გმირებს” – ამ ლოზუნგით, უკრაინის ნაკრებმა, EURO 2020-ისთვის ფორმა წარადგინა და მის შეცვლაზე უარს ამბობს. უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ეს ლოზუნგი საფეხბურთო სიმბოლოდ დაამტკიცა.
“ეს ფორმა UEFA-ს მიერ იყო დამტკიცებული და ახლა ასოციაციის პრეზიდენტი რომში იმყოფება და ამასთან დაკავშირებით UEFA-ს წარმომადგენლებს ესაუბრება. და, დიახ, ჩვენ ამ ფორმით ვაპირებთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს”, – აღნიშნა გლივინსკიმ.
ცნობისთვის, თავდაპირველად, უკრაინას ნაკრების ფორმაზე 2 წარწერა ჰქონდა დატანილი: ,,დიდება უკრაინას” და ,,დიდება გმირებს”. UEFA-მ მეორე წარწერა პოლიტიკურ მოწოდებად მიიჩნია და მისი მოშორების რეკომენდაცია გასცა. მაისურზე უკრაინის რუკა კონტურითაა გამოსახული, რომელზეც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიცაა გამოსახული. უკრაინის ფორმამ რუსეთი გააღიზიანა რადგან, რუკის კონტურებში ანექსირებული ყირიმია მოქცეული. რუსეთმა, რუკის შეცვლის მოთხოვნით ევროპის ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.