ამ წუთებში “დედაენის ბარზე” კიბერშეტევა მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, ბარს თავს რუსი ჰაკერები ესხმიან. კიბერშეტევის შედეგად შეიცვალა “დედაენის ბარის” სახელი გუგლის საძიებო სისტემაში და ბარი სახელით “დენაციფიკაცის ბარით” იძებნება, ხოლო დედაენის ბარის საიტზე გადასვლის ნაცვლად, კრემლის საიტზე გადავყავართ.
ასევე მიმდინარეობს კორდინირებული შეტევა როგორც Facebook-ზე კომენტარებში ასევე Instagram-ზე კომენტარებში და შეფასების სისტემაში. რუსები ბარზე, 1-იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას და ბარის რეიტინგის განადგურებას. კომენტარებში ძირითადად იწერება შეტყობინებები ” დიდება რუსეთს” ” დიდება რუსეთს და ჩვენს პრეზიდენტს”.
ცნობისთვის, “დედაენის ბარმა” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბარში რუსი კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ რადგან ბარის პერსონალი რუსულად არ საუბრობენ და რუსეთის მოქალაქეებს ინგლისურად ესაუბრებიან.
“წყინთ რუსებს ფიანდაზებით რომ არა ვხვდებით, 1*იანი შეფასებებით ცდილობენ ზეწოლას. ყველას გვჯერა ალბათ რომ პუტინის რეჟიმს გამოექცა ის “ადამიანი” რომელმაც Z დაგვიწერა ამაყად. რუსები უკმაყოფილოები არიან რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს.