დიდი ალბათობით რუსეთი შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას – კელი დეგნანი

აშშ–ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას.

დეგნანის
 თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ დეზინფორმაცია და ნამდვილი ამბავი ერთმანეთისგან განასხვავოს.

„ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც აზიანებს და ერევა არჩევნებში და საქართველო აშკარა სამიზნეა. მეგობრები ვმუშაობთ საქართველოსთან და ვეხმარებით, რომ საზოგადოებამ განასხვავოს დეზინფორმაცია და ზუსტი ინფორმაცია. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა დიდი ალბათობით, რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მიიწევს. საქართველოზე განხორციელდა დიდი შეტევა რუსეთის „გრუს“ მიერ. ეს გამომაფხიზლებელია როგორც საქართველოსთვის, ასევე სხვა ქვეყნებისთვის“, – თქვა კელი დეგნანმა.