ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ 13 აპრილს სასამართლო მელიას პატიმრობის საკითხზე იმსჯელებს, რადგან ვადა 16 აპრილს იწურება.
“ნიკა მელიას მიეცემა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საქმის განხილვაში. ამის გამო სასამართლომ აღარ იმსჯელა სხვა საკითხებზე, გადადო სხდომა და 13 აპრილს გაგრძელდება თავად უკვე ნიკა მელიას მონაწილეობით. დიდი ალბათობით ამავე სხდომაზე სასამართლო იმსჯელებს მელიას პატიმრობის საკითხზე, ვინაიდან 16 აპრილს იწურება ვადა და არ ვფიქრობ, რომ 13 და 16 აპრილებს შორის კიდევ ერთ პროცესს ჩაატარებს სასამართლო. ამ სხდომაზე გადაწყდება ნიკა მელია პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხი”,– ამბობს ადვოკატი.
მისივე შეფასებით, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების მოლოდინი ჰქონდეთ.
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. ის 13 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.