“დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც სიკვდილიანობის ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო სხვადასხვა დიდი ინსტიტუტები აკეთებენ, მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში გარკვეული, შესაძლებელია, მცირე ფლუქტაციებით.

არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმოს მიერ, მაგრამ სტრატეგიულ დოკუმენტის მიხედვით, მისი მწვავე ფაზა სრულდება. ანუ დიდი ალბათობით, თუ რაღაც ექსტრაორდინარული არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში, ევოლუციაში, მაშინ წელს დიდი ალბათობით ჯანმრთელობის მსიოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს დასრულებულად”

განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.