“დიდი ბავშვთა სახლები ავტომატურად ნიშნავს ბავშვის უფლების დარღვევას”- ამის შესახებ, იურისტმა და ქალთა უფლებათა დამცველმა ბაია პატარაიამ განაცხადა. მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების უფლებები ირღვევა და ბავშვებზე ფიზიკურ ძალადობასა და დასჯას აქვს ადგილი.
ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება, მოქალაქეები სახელმწიფოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ითხოვენ რომ სახალხო დამცველის წარმოამდგენელბი ნინოწმინდის პანსიონში შეუშვან.
“ამდენი ხანი გავიდა და 2ჯერ არ შეუშვეს სახალხო დამცველი პანსიონში. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უფლებებისა და ომბუდსმენის კონსტიტუციური უფლებები დაცვა. ნებისმიერი ბავშვთა სახლი არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ქვეშ და ყველა იმ ბავშვის უსაფრთხოებაზე და უფლებებზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო. დიდი ბავშვთა სახლები ავტომატურად ნიშნავს ბავშვის უფლების დარღვევას, საქართველოს ხელსიუფლებამ ეს აღიარა და დახურა სახელმწიფო ბავშვთა სახლებში თუმცა რელიგიურ დაწესებულებაში დატოვა ლიცენზირებული და არა ლიცენცირებული ბავშვთა სახლები. ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში ან მინდობით აღზრდაში გადანაწლდნენ ოჯახებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი უფლებები უკიდურესად არის დარღვეული. ჩვენ ვიცით რომ ფიზიკურ ძალადობასა და დასჯას აქვს იქ ადგილი. შევაგროვებთ ხელმოწერებს და გადავცემთ პარლამენტს რომელსაც შემდეგ მოვთხოვთ რომ დაიბარონ ხელისუფლება პარლამენტში და განიხილონ ეს კანონპროექტი.”- განაცხადა ბაია პატარაიამ.