”დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის, გულწრფელად გეუბნები მიშა” – ამის შესახებ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი მურმან დუმბაძე რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცახდა.
“დიდი ბოდიში 2012 წლის პირველი ოქტომბრისთვის, გულწრფელად გეუბნები მიშა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენდი, ვინმე ტარიელ ღარიბაშვილის შვილი თუ გახდებოდა საქართველოს პირველი პოლიტიკური პირი, ვერ წარმოვიდგენდი. ბოდიშს ვიხდი ამისათვის…შენი სათაყვანებელი ბათუმი, თვითმმართველობის ბრძოლაში არჩევნებს იგებს”, – თქვა მურმან დუმბაძემ.