
96 წლის ასაკში, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სამეფო ოჯახი Twitter-ზე ავრცელებს.
ელისაბედ მეორე დიდი ბრიტანეთის მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო. ელისაბედის შემდეგ მეფე მისი შვილი, ჩარლზი III გახდება.
„დედოფალი, დღეს შუადღით მშვიდად გარდაიცვალა ბალმოლარში. მეფე და დედოფალი ამ საღამოს ბალმორალში დარჩებიან და ლონდონში ხვალ დაბრუნდებიან“ – წერს სამეფო ოჯახი ტვიტერზე.
დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამამისის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა.
The Queen died peacefully at Balmoral this afternoon.
The King and The Queen Consort will remain at Balmoral this evening and will return to London tomorrow. pic.twitter.com/VfxpXro22W
— The Royal Family (@RoyalFamily) September 8, 2022