ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერი, ლიზ ტრასი გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ განცხადება დაუნინგ სთრითზე გააკეთა.
როგორც ლიზ ტრასი აცხადებს, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.
“მე ვაღიარებ… სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე მანდატის განხორციელება, რომლითაც მე ამირჩა კონსერვატიულმა პარტიამ”, – თქვა სიტყვით გამოსვლის დროს.