დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს მოკავშირეებს უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გაუგზავნონ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი მოუწოდებს დასავლელ მოკავშირეებს მიაწოდონ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები და სხვა მძიმე იარაღი, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

”ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ თვითკმაყოფილები, მაშინ როდესაც უკრაინის ბედი სასწორზე დევს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ –  თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება ენითაღუწერელი უბედურება მთელს ევროპაში და საშინელი შედეგები მოჰყვება მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვეღარასდროს ვიგრძნობთ თავს დაცულად. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიან პერსპექტივაში და გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მძიმე იარაღი, ტანკები, თვითმფრინავები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ” – ამბობს ტრასი.