დიდი ბრიტანეთი 2022 წლისთვის რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს

დიდი ბრიტანეთი 2022 წლისთვის რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს.  ამის შესახებ განცხადებას დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გააკეთებს. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები 2022 წლის ბოლომდე აიკრძალება.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდი ქვეყნის ბაზარს, ბიზნესსა და მიწოდების ქსელებს საკმარის დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8%-ს შეადგენს.

დიდი ბრიტანეთი ნაკლებად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, განსხვავებით სხვა ევროპის ბევრი ქვეყანა. მაგრამ რუსული მარაგი კვლავ შეადგენს დიდ ბრიტანეთში მთლიანი იმპორტის 8%-ს, ხოლო დიდი ბრიტანეთის დიზელის 18% მოდის რუსეთიდან.