დიდი ბრიტანეთი უკრაინას ჯავშანმანქანებსა და სხვა სამხედრო დახმარებას გაუგზავნის წერს ტვიტერის გვერდზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.
”პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე, რათა მისთვის განახლებული ინფორმაცია მიმეწოდებინა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად გადადგამს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას, მათ შორის უკრაინას გადავცემთ ჯავშანმანქანებს. რუსი სამხედროების წინააღმდეგ ახალი სანქციებიც დავაწესეთ. აგრეთვე, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ჩვენი საელჩო კიევში განაახლებს მუშაობას. დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებების მოპოვებაშიც ეხმარება. რუსეთმა თავის ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.”