დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრისას დაადასტურა, რომ Challenger 2-ის ტანკებს გადასცემს.
“პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის და გაერთიანებული სამეფოს მთელი მთავრობა ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სწრაფად მიაწოდონ ისეთი მხარდაჭერა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს მოიგოს ეს ომი და უზრუნველყოს ხანგრძლივი მშვიდობა.”- განაცხადა დაუნინგ სტრიტის წარმომადგენელმა.
ზელენსკი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება მოკავშირეებს “სწორ სიგნალს” უგზავნის.
„პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს სატელეფონო საუბრის დროს მადლობა გადავუხადე იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ გაგვაძლიერებს ბრძოლის ველზე, არამედ სწორ სიგნალს გაუგზავნის სხვა პარტნიორებს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
Downing Street-ის ინფორმაციით, რიში სუნაკმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს ამბიციას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს, მათ შორის Challenger 2-ის ტანკებისა და დამატებითი საარტილერიო სისტემების მიწოდებით.