დიდი ბრიტანეთი უკრაინას Stormer-ის სარაკეტო სისტემას უგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, Stormer-ის ჯავშანმანქანებს უგზავნის. აღნიშნული ჯავშანმანქანები, tarstreak-ის საზენიტო რაკეტების გამშვებით არის აღჭურვილი.  აღნიშნულ, ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა თემთა პალატას განუცხადა, რომ მანქანებს აქვთ „დისტანციურ საზენიტო შესაძლებლობები როგორც დღისით, ასევე ღამით“.

Starstreak-ის რაკეტები უკრაინაში აქამდეც განლაგებული იყო და ბოლო სამი კვირის განმავლობაში გამოიყენებოდა.

Stormer-ს სახურავზე  გამშვები დანადგარი აქვს, რომელიც განახორციელებს რვა გასროლას და ასევე ქვემოთ აქვს დამატებითი ადგილი კიდევ რვა რაკეტისთვის. აღნიშნულ რაკეტებს შეუძლიათ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩამოგდება.