დიდი მადლობა ყველას, ვინც ქვეყნის ღირსება დაიცვა – გიორგი რურუა პოზნერზე

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს ციხიდან ეხმიანება და მადლობას უხდის მათ, “ვინც ქვეყნის ღირსება დაიცვა”.

“მეგობრებო, ვანახოთ ნარიშკინს, გავრილოვს, ივანიშვილს, რომ ჩვენ ვინც ოკუპაციას ვაპროტესტებთ და ვიცავთ სამშობლოს არ ვართ უმცირესობაში, რომ ვართ თავისუფალი მოქალაქეები და არასოდეს, არასოდეს შევეგუებით მონობას. სწორედ ასეთი დღე იყო გუშინ, დიდი მადლობა ყველას, ვინც ქვეყნის ღირსება დაიცვა. გულით და გონებით თქვენთან ვარ.

ივანიშვილის პირადი პატიმარი გ.რურუა”,- წერს ის.