“დიდი პრობლემა გვაქვს–იმდენი ტყვე დაგვიგროვდა, სად წავიყვანოთ აღარ ვიცით“– არესტოვიჩი

“ ერთი დიდი პრობლემა გვაქვს, გრანდიოზული პრობლემა – ტყვეები აღარ ვიცით სად წავიყვანოთ, უკვე იმდენი არიან რომ ჩვენი ბიჭები ფიზიკურად ვერ უმკლავდებიან –  – ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინის კითხვას ხარკოვის ოლქში უკრაინელების კონტრშეტევისა და იქ არსებული ვითარების შესახებ. არესტოვიჩი კონტრშეტევის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ რუსულმა არმიამ კრახი განიცადა:

“იქ სრული კოლაფსია, კატასტროფა, რუსულ ჯარს ისე ანადგურებენ, როგორც ცუნამი. უამრავი შეიარაღება და ტექნიკა წავართვით, ტყვეები, ფაქტიურად იზოლირებულია იზიუმის დაჯგუფება–იქ აღმოსავლეთიდან ერთი გასასვლელი დარჩა… იმის გათვალისწინებით, რომ ოსკოლზე ხიდი დანგრეულია, ისინი ოპერატიული თვალსაზრისით ალყაში არიან“– ამბობს არესტოვიჩი და დასძენს, რომ რუსების მხრიდან გარდაცვლილთა რაოდენობა ასეულობით სამხედროა, ტყვედ ჩავარდნილთა რაოდენობა კი ათასობით:“უბრალოდ აღარ ვიცით სად წავიყვანოთ ტყვეები“– ამბობს არესტოვიჩი.