„დაჯარიმებული ლილუაშვილი, რომელსაც უთხრეს, რომ შენ ახლა 100 მლნ დოლარს მოიტან, ჯერ-ჯერობით ეს თანხა არ ჩანს და შესაბამისად, ლილუაშვილს აკრძალული აქვს სახლიდან გამოსვლა, ქვეყნიდან გასვლა და საჯარო სივრცეში რამე მოძრაობა, ფაქტობრივად ჩაკეტილი ჰყავს, ისევე როგორც რიჟვაძე, რომელსაც 300 მლნ აქვს მისატანი და გადანაწილება მოითხოვა, რომ რაღაც სესხს სახით მიიტანოს, მასაც აკრძალული აქვს ქვეყნიდან გასვლა. ღარიბაშვილი არის ძალიან დიდი პრობლემების ქვეშ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი ჯიბე, რომეო მიქაუტაძე დააკავეს და ეს ამბები, რაც შიგნით ხდება და კობახიძე, მდინარაძის ხელით ფაქტობრივად გადატრიალებაა, ისიც უნდა ესმოდეს შიგნით „ოცნებას“, რომ მდინარაძე არის დაწინაურებული ახლა ივანიშვილის კარზე და მას მიაქვს ენები, რადგან კობახიძე რაღაცნაირად ცდილობს, რომ კალაძეს ხელი დააფაროს, ამიტომ უხერხულობა რომ არ შეიქმნას მდინარაძე გადაიქცა მთავარ ენის მიმტანად, შავ ბუღალტერიად. კალაძესაც უნდა ესმოდეს, რომ მასაც ძალიან მალე დაუდებენ კონკრეტული თანხის მოთხოვნას. რაც შეეხება გომელაურს, ამდენი წელი ის შს მინისტრი იყო და კრიმინალებს მიუგდო საჯიჯგნად და პერიოდულად იბარებენ. მოკლედ რომ ვთქვათ დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“.

ამის შესახებ, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.