დიდუბეში, გამოფენის ტერიტორიაზე 48 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი
ჯერჯერობით უცნობია.
“მთავარი არხის“ ინფორმაციით გარდაცვლილი ბილაინის ოფისში დაცვის თანამშრომელი იყო.
პოლიცია ადგილზე 112–ში შესული ზარის შემდეგ მივიდა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
შსს–ს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.