დიდუბეში მკაფიოდ ვუჭერთ მხარს ჯაფარიძეს, საბურთალოზე უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ – მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ენმ მკაფიოდ მხარს უჭერს ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურად დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში, საბურთალოს ოლქში კი “უბრალოდ” საკუთარ კანდიდატს არ დააყენებენ.

“ჩვენ მკაფიოდ მხარს ვუჭერთ ზურა ჯაფარიძეს დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატად, რაც შეეხება საბურთალოს, ჩვენ იქ უბრალოდ კანდიდატს არ ვაყენებთ. ბევრი ღირსეული კანდიდატია საბურთალოს რაიონში ოპიზიციიდან თავმოყრილი და ჩვენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ კანდიდატი არ დავაყენოთ”,– განაცხადა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ.

ოპოზიციის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კი ირაკლი ოქრუაშვილი.