დიდუბე–ჩუღურეთის ოლქში 19 უბნის შედეგებია დათვლილი.
ამ დროისთვის პროცენტული განაწილება ასეთია:
ქართული ოცნება – გია ვოლსკი 43.28%;
გირჩი – ზურაბ ჯაფარიძე – 20.86%;
დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე – 20.13%.
ოპოზიცია თვლის, რომ ქართული ოცნება არჩევნებს აყალბებს. ისინი ნიკა მელიას შტაბში შეიკრიბნენ და თათბირობენ. სამოქალაქო აქტივისტები ცესკოს შენობასთან იკრიბებიან.