ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში Covid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4419-ით გაიზარდა. ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურის განმარტებით, რიცხვის ასეთი ზრდა იმან განაპირობა, რომ გარდაცვლილთა სტატისტიკაში შეიყვანეს მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვა დაწესებულებებში ამ დრომდე დაღუპულებიც.
აქამდე დიდი ბრიტანეთი მხოლოდ საავადმყოფოებში დაღუპულთა შესახებ ავრცელებდა ყოველდღიურ ინფორმაციას.
ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 165 221 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 097 ადამიანი გარდიცვალა, ხოლო 847 გამოჯანმრთელდა. კრიტიკულ მდგომარეობაშია 1559 ადამიანი.