დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ვაქცინაცია დაიწყო – ის პირველად 90 წლის ქალს გაუკეთეს

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ვაქცინაციის მასობრივი პროგრამა დაიწყო. პირველი ვაქცინა 90 წლის ქალს, მარგარეტ კენანს გაუკეთდა. მისი თქმით, შემდეგ კვირას 91 წლის ხდება, ამიტომ ეს დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია.

მას ფაიზერის/ბიონტექის კორონავირუსის ვაქცინა გაუკეთეს, რომელიც წინა კვირას ოფიციალურად გამოყენებისთვის დაამტკიცეს.

პირველ ეტაპზე აცრას 80 წელს გადაცილებულები და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები გაიკეთებენ. თვის ბოლომდე კი ვაქცინას 4 მილიონი ადამიანი მიიღებს.