დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მას დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
ადგილობრივებს მომხდარზე საუბარი უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გოგონა სავარაუდოდ, გაგუდეს.