დილემის წინაშე ვდგავართ! – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „პოსტივის“ ეთერში განაცხადა, რომ  დილემის წინაშე დგანან. ეპიდსიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაა საჭირო, მოსახლეობას კი შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

„იმისთვის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გვყავდეს ცოტა, ამისთვის საჭიროა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება.იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ეკონომიკა გაცოცხლდეს, საჭიროა საგანგებო მდგომარეობის ჩქარა მოხსნა, ან შემსუბუქება.შესაბამისად, ვდგავართ დილემის წინაშე. ოქროს შუალედია დავიცვათ საგანგებო მდგომარეობის ყველა შეზღუდვა და რეკომენდაცია როგორც ახლა ვიცავთ და გაცილებით უფრო მკაცრად.დღეს როგორც ვიცავთ, ამაზე ორჯერ მკაცრად თუ დავიცავთ, ორჯერ შევამცირებთ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს.თუ ამას არ გავითვალისწინებთ, გამოვალთ გარეთ, მოვაწყობთ ხალხმრავალ შეკრებებს და ქორწილებს, მაშინ გაუარესდება ავადმყოფების და გარდაცვლილების რაოდენობაც.შესაბამისად, მთავრობას მოუწევს გააგრძელოს შეზღუდვები კიდევ დიდი ხნით. ამიტომ გავიჭირვოთ დღეს უფრო მეტად და მაქსიმალურად, იმისთვის რომ ეს გაჭირვება იყოს ხანმოკლე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.