„უდიდესი მადლობა ევროპარლამენტარებს ამხელა სოლიდარობისთვის.

ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს.

ვერანაირი რეპრესიები, თუნდაც სიკვდილის საფრთხე, ჩემს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, უკრაინის გამარჯვებისთვის, საქართველოს განვითარებისა და წარმატების გზაზე დაბრუნებისთვის ვერ შეაჩერებს!“,

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.