“არ მოვიცვალოთ აქედან ფეხი და დავრჩეთ აქ. ჩვენ მოვაწყობთ ყველანაირ ლოჯისტიკას სითბოსთვის. მე ასევე მივმართავ პატარა და დიდ ბიზნესს, მოგვამარაგეთ ჩაით, საბნებით, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ და დილით 8 საათზე გადავალთ კანცელარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურში ვერ შევა. ვერ შევა და მოუწევს წასვლა. ჩვენ არ ვაპირებთ არავის მიმართ ძალადობას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დიახ, ღამეც უნდა გავათენოთ და იქაც არ უნდა შევუშვათ, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ახლა წავალთ და სოციალურ მედიაში გავაგრძელებთ წერას, ვინ რა არ გააკეთა და ვინ რა დააკლო, ისევ დავრჩებით ირაკლი ღარიბაშვილის ხელში”
თქვა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.