წუხელ თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა.აფეთქდა 2 კომერციული ფართი და 1 საცხოვრებელი ბინა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი.
მოქალაქე ლაშა შეროზია, ვისი სახლიც დაზიანდა აფეთქების დროს, ვიდეო და ფოტომასალას ავრცელებს. შეროზია ჰყვება, რომ აფეთქებამდე ადგილზე გაზის სუნი იგრძნობოდა, ინფორმირებული იყო “თბილისი ენერჯიც”.
“ეს არის შედეგი უპასუხისმგებლობის, უნიათობის, აღარ ვიცი რა დავარქვა ადამიანების ასეთ გაწირვას და ფეხებზე დაკიდებას.
წუხელ ჩვენ წინ შენობა აფეთქდა, 19 წლის გოგო დაიწვა, გადარჩა საბრდნიეროდ. ამის შემდეგ, ისევ გაზის სუნი რომ იყო, სამაშველოს ვუთხარი, სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერი-თქო, იქედნურად ზურგი მაქცია და 114 იყო, გადაკეტა და საფრთხე აღმოფხვრილიაო. ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო, რის შემდეგაც იყო უდიდესი წნევით აფეთქება და ნგრევა” – წერს შეროზია.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 240 და 240′ მუხლებით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება