დიპლომატების თხოვნა იყო, ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას – მელია

“დიპლომატების თხოვნა იყო, ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას “- ეს განცხადება, ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისის დატოვების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, პარტნიორმა ელჩებმა კარგად დაინახეს თუ რა ტიპის ხელისუფლებაა ქვეყანაში.

“გარწმუნებთ, ყველამ კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. მათი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებოდით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ადამიანებზე ყოველდღიურად ძალადობს. ამაზე ნათლად, ქართული ოცნება, რომც მოენდომებინა, საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენდა, მთელი საზოგადოების წინაშე”,-თქვა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ დღეს ენმ-ის ოფისში 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი დაანონსა.