დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდებიან

ოპოზიციურ პარტიებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა. შეხვედრა ამ წუთებში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის რეზიდენციაში იმართება.

შეხვედრაზე უკვე მივიდნენ ენმ–ს წევრები სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა, „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი“ გიორგი ვაშაძე, სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია და ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერები. მათი თქმით, შეხვედრაზე შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრებენ.

სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, შეხვედრა ორმხრივი ინიციატივით ჩაინიშნა და მას ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრებიან.