დისკუსიის დიდი ნაწილი ეხებოდა პუტინთან გუშინდელ საუბარს – ტრამპის და ზელენსკი სატელეფონო საუბარი დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი დასრულდა.  ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ში წერს და აღნიშნავს, რომ საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა.

“ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. საუბრის დიდი ნაწილი ეხებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, რათა შევაჯეროთ რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ნამდვილად სწორ გზაზე ვართ”, – დაწერა მან Truth-ზე.