“არ დაუჯეროთ სხვებს, ამ ქვეყანაში დიქტატურა არ არის და ვერც იქნება. ვერ იქნება, იცით რატომ? იმიტომ, რომ დიქტატორობისთვის საჭიროა, გქონდეს დიქტატორის ბერკეტები. რა ბერკეტები მაქვს მე?
ამერიკელებმა მოიგონეს – დიქტატორია, დიქტატორიო. როგორ შეიძლება, ამერიკასთან ერთად დიქტატორი ვიყო. დღეს ბაიდენებსაც და ტრამპებსაც კი არ შეუძლიათ დიქტატორობა, გლობალური მშპ-ს 30%-ს რომ აწარმოებენ და მე როგორღა უნდა ვიყო დიქტატორი.
გვაქვს ჩვენ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა? შემიძლია რუსეთში ან ჩინეთში ჩავიდე და ფეხი დავაბაკუნო და ვუთხრა – ეს გააკეთეთ მეთქი? არა, ეს სისულელეა.
სტალინს შეეძლო დიქტატორობა, ან ჰიტლერს – მთელი ევროპა ფეხქვეშ ჰყავდა, მისი ყველას ეშინოდა. და მე რა მაქვს?
აქ არ არის დიქტატურა და მე ის არც მჭირდება”.
ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.