რა ფასი შეიძლება ჰქონდეს არჩევნებს ქვეყანაში, რომელიც უკვე 3 წელია თავს იცავს მეზობელი ბირთვული სახელმწიფოს აგრესიისგან? როგორ უნდა დააორგანიზო არჩევნები, როცა ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია საოკუპაციო ძალების მიერ, ხოლო მთელი ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება. ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდო დიდ წილ ცინიზმს მოითხოვს.
წერს ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი X-ზე და ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკის “დიქტატორი” უწოდა.