„როდესაც პოლონეთისა და უნგრეთის მაგალითები მოჰყავთ ერთიანი სიის მოწინააღმდეგეებს, მათ მხედველობიდან რჩებათ ის, რომ ორივე ამ ქვეყანაში დემოკრატია არავის გაუუქმებია და ნამდვილი არჩევნები ტარდება. უბრალოდ, ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ძლიერ მთავრობებთან.

დიქტატურის და ბოლომდე ოლიგარქიული რეჟიმის (რომელიც ახლა დამყარდა საქართველოში) დამარცხების სამი მაგალითი არსებობს და სამივე კოალიციური ერთიანი სიით. მხედველობაში მაქვს პინოჩეტის დროინდელი ჩილე, მილოშევიჩის იუგოსლავია და მალაიზიის რაზაკის ხელისუფლება. მალაიზიის შემთხვევაში არჩევნების წინ ორი მოსისხლე მტერი ანვარ იბრაჰიმი და მაჰატირ მოჰამედი გაერთიანდა და დაამარცხეს უსაზღვრო ფინანსური რესურსის მქონე რაზაკის ოლიგარქიული რეჟიმი. სხვა გზა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია. აგერ, დიდი გამოცდილების მქონე მიჩ მაკკონელი და ბუნდესტაგის მაიკლ როთი პრაქტიკულად ხმამაღლა მოგვიწოდებენ გაერთიანებისკენ“,

ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.