დიღმის მასივში ბანკში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა

დღეს დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.

გატაცებული თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.