სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების გამო, დიღმის მასივში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი.
ამ დროისთვის სახანძრო-სამაშველო სამსახური ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება.