დმანისთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 23:28 საათზე დმანისთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მისმა სიმძლავრემ 3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ში, სოფელ გუგუთთან იყო.

მიწისძვრა მოხდა დღეს დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ში სოფელ გორასთან 10:43 საათზეც.