სროლა დმანისში – დაჭრილია საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი. როგორც კახა ოქრიაშვილი აცხადებს, მომხდარის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს თუმცა ფაქტს პოლიტიკას უკავშირებს.
არსებული ინფორმაციით, მერაბ ოქრიაშვილი მის საარჩევნო კომპანიაში აქტიურადაა ჩართული.
“წარმოდგენა არ მაქვს ხალხო, მე თბილისში ვიყავი, მივდიოდი დმანისში და გზაში დამირეკეს, რომ მოყავთო. საათნახევრის წინ შეიყვანეს საოპერაციოში. არაფერი არ ვიცი, ალბათ მივიდა ვიღაცა და ესროლა”,- განუცხადა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს.
არსებული ინფორმაციით, მერაბ ოქრიაშვილი ფეხშია დაჭრილი. ის თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.