ქალაქ დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ვითარება დაპირისპირების გამო, დაძაბულია. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქვებს ესვრიან და ჯოხებს ურტყამენ.მხარეებმა პოლიციის კოდრონის გარღვევა მოახერხეს.ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მიიყვანეს.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ.
16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა.